გოლჯიოსომები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გოლჯიოსომები – – გოლჯის კომპლექსის ფრაგმენტები, რომლებიც ორმაგი მემბრანების პაკეტებთან შეერთებული ბუშტუკისებრი ვაკუოლებია – (ე.წ.ორთოვეზიკულები მემბრანები). სინათლის მიკროსკოპში გოლჯიოსომებს ოსმიოფილური გრანულების სახე აქვს. მცენარეულ უჯრედებში ისინი შეიძლება იყოს ცალკეული დამოუკიდებელი წარმონაქმნები, რომლებიც ფუნქციით გოლჯის უჯრედშიდა ბადისებრი აპარატის ანალოგიურია. ტერმინ „გოლჯიოსომას“ ამ შემთხვევაში ხშირად ხმარობენ „დიქტიოსომის“ სინონიმად. (ც.