Tag Archives: დაწყებით

მსხლისებრი ნეირონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მსხლისებრი ნეირონი – (neuronum piriforme – neurocytus piriformis)  ნათხემის ქერქის შუა შრის ეფერენტული ნეირონი, რომლის ნეირიტები ნათხემის ქერქიდან გამოსვლის შემდეგ წარმოქმნის ეფერენტული შემაკავებელი გზების დაწყებით რგოლს. ამ ნეირონთა დენდრიტები მოლეკულური შრის სისქეში მდებარეობენ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More

გრიპი

გრიპი – მაღალკონტაგიოზური მწვავე ინფექციური დაავადება, გადაცემის ჰაერ – წვეთოვანი გზით, რომლის გამომწვევია პნევმოტროპული რნმ – ის შემცველი სამი სახის ვირუსი (A, B, C) ორთომიქსოვირუსების ჯგუფიდან; ხასიათდება მწვავე დაწყებით, ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციით, ზედა სასუნთქი გზების დაზიანებით, ხშირი გართულებებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი