Tag Archives: დილაობით

ვაინგარტენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვაინგარტენის სინდრომი – დაავადება, რომელიც ვლინდება ჰიპერეოზინოფილიით, სპასტიკური ბრონქიტითა და კეროვანი ინფილტრაციული ცვლილებებით ფილტვებში; განპირობებულია ორგანიზმში პარაზიტების – ფილარიების მოხვედრით. დაავადება ვითარდება თანდათანობით: აღინიშნება ზოგადი სისუსტე, დილაობით და საღამოობით ხველა, რამაც შესაძლოა მიიღოს ბრონქული ასთმისათვის დამახასიათებელი შეტევითი ხასიათი. ხველა ხშირად მშრალია, ზოგჯერ მცირედი ნახველით. ვითარდება ცხელება, რომელიც

Read More

აგლიკოგენოზი

აგლიკოგენოზი – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც გამოწვეულია გლიკოგენის სინთეზზე პასუხისმგებელი ფერმენტის ურიდინ – დიფოსფატ – გლუკოზო – გლიკოგენტრანსფერაზის უკმარისობით. კლინიკური სურათი ხასიათდება ხშირი, მკვეთრი ჰიპოგლიკემიებით; სისხლში შაქრის შემცველობა ეცემა 7 – 12% – მდე. ჰიპოგლიკემიური კრუნჩხვები განსაკუთრებით ხშირია დილაობით.