Tag Archives: ელემენტები

ანგიოსარკომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიოსარკომა – ავთვისებიანი სიმსივნეების ჯგუფი, რომელიც წარმოქმნილია სისხლძარღვების (ჰემანგიოსარკომა) და ლიმფური ძარღვების (ლიმფანგიოსარკომა) კედლის ელემენტებისაგან. მიეკუთვნება შედარებით იშვიათ სიმსივნეებს. ლოკალიზაცია მრავალგვარია: შინაგანი ორგანოები, შუასაყარი, ძვლები. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება კიდურების, ტანის, თავის და კისრის რბილ ქსოვილებში. სიმსივნე იზრდება სწრაფად, ჩაიზრდება გარემომცველ ქსოვილებში და კანში და იწვევს სისხლდენებს. გაფრთხილება!

Read More

ანგიოლეიომიომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიოლეიომიომა – კეთილთვისებიანი სიმსივნე, წარმოქმნილი წვრილი სისხლძარღვების კედლის გლუვკუნთოვანი ელემენტებისაგან. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი