Tag Archives: ეპითელით

მასონის სხეულაკები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მასონის სხეულაკები – (С. L. P. Masson, ფრან. პათოლოგანატომი) მიკროსკოპული შემაერთებელქსოვილოვანი კვანძები, რომლებიც გამოიბერება ფილტვის ალვეოლებში პოლიპების სახით და დაფარულია ალვეოლური ეპითელით; აღინიშნება ფილტვების კარნიფიკაციის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ეპიდერმოიდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპიდერმოიდი – კანის ცისტა, რომლის შიგნითა ზედაპირი ამოფენილია მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელით, ხოლო შემცველობა წარმოდგენლია გარქოვანებული ქერცლებით. წარმოადგენს სიმსივნისმაგვარ რბილ, მრგვალ წარმონაქმნს. დიაგნოზი დგინდება კლინიკური სურათითა და ჰისტოლოგიური გამოკვლევით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა