Tag Archives: ეპითელიუმს

ნახევარპლაცენტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნახევარპლაცენტა – (semiplacenta) – პლაცენტა – ქორიონი ეხება საშვილოსნოს ლოწოვანი გარსის დაუზიანებელ ეპითელიუმს, ქორიონის ხაოები ჩადის საშვილოსნოს კრიპტებში . საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ყველა შრე (ეპითელიუმი, სტრომა, სისხლძარღვები, ენდოთელიუმი) გამოყოფს ქორიონს დედის სისხლიდან. იგი აქვს ზოგიერთ ჩლიქოსანს, მაგალითად: ღორს, აქლემს, ბეჰემოტს, ცხენს (სინ. ემბრიოტროფული პლაცენტა). (ც. გაჩეჩილაძე, ნ.

Read More

კანის ექტოდერმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კანის ექტოდერმა – (ectoderma dermatis ბერძნ.ectos  –  გარეთ, გარედან და derma, dermatos  –  კანი)  –  პირველადი ექტოდერმის მასალის ნაწილი, რომელიც განვითარების პროცესში წარმოქმნის კანის ეპითელიუმს. ეს ნაწილი ლოკალიზდება ნერვული ფირფიტის (ნეიროექ­ტოდერმის) რამდენადმე ლატერალურად და ვენტრალურად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More