Tag Archives: ვოლფის

სასქესო ჯირკვლების შემაღლება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასქესო ჯირკვლების შემაღლება – (eminentia glandularum genitalium)  –  სასქესო ნაოჭები გონადების (სასქესო ჯირკვლების) ნერგი, ვითარდება ვოლფის სხეულების მედიალურ ზედაპირზე მორგვების სახით. ეს ნერგი შეიცავს ცელომურ, ე.წ. ჩანასახოვან ეპითელიუმსაც (სასქესო ჯირკვლების  –  გონადების ეპითელიუმს), რომელიც ვითარდება პირველადი თირკმლის (ვოლფის სხეული) მედიალური ზედაპირის პერიტონეული ეპითელიუმისაგან და მასში მიგრირებული პირველადი

Read More

ეპოოფორონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპოოფორონი – (epoophoron ბერძნ.epi – ზევით და oophoron – საკვერცხე) საკვერცხის დანამატი – რუდიმენტული წარმონაქმნი, ვოლფის სხეულის კრანიალური ნაწილის მილაკების ნარჩენი. მდედ­რობითი სქესის ჩანასახებში შეესაბამება მამაკაცის სათესლის დანამატს. სინ. როზენ – მიულერის სხეული. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More