Tag Archives: ვალდეიერმა

კარიომერები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კარიომერები – (caryomeri ბერძნ.caryon  –  ბირთვი და meros  –  ნაწილი)  ბირთვის წვრილი ბუშტუკისებრი ნაწილები, რომლებიც წარმოიქმნებიან ცალკეული ქრომოსომის გარშემო ატიპური მიტოზე­ბის ზოგიერთი ფორმის შემთხვევაში. კარიომერები შეიძლება წარმოიქ­მნას აგრეთვე პოლიპლოიდური ბირთვების ფრაგმენტაციის დროს. ტერმინი შემოიღო ვალდეიერმა (1903). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

არქიგონოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არქიგონოციტები – (archigonocyti ბერძნ.arche – დასაწყისი, gonos – დაბადება და cytos – უჯრედი) მსხვილი ზომის პირველადი სასქესო ჩანასახოვანი უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნებიან ბლას­ტომერებისაგან – პროგონოციტებისაგან . განვითარების პროცესში ისინი გარდაიქმნებიან გონოციტებად – სასქესო ჯირკვლების ჩანასახოვან უჯრედებად. ტერმინი შემოიღო ვალდეიერმა (1906). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის

Read More