Tag Archives: ველის

ბადურის პიგმენტური დეგენერაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბადურის პიგმენტური დეგენერაცია – (d. retinae pigmentosa; სინ.: ბადურის პიგმენტური აბიოტროფია, პიგმენტური რეტინიტი) ბადურის ტაპეტორეტინული დეგენერაცია; ხასიათდება მხედველობის ველის კონცენტრული შემცირებითა და ჰემერალოპიით; ოფთალმოლოსკოპურად ვლინდება ბადურაში მრავლობითი პიგმენტური გროვებით და მხედველობის ნერვის დისკოს ატროფიით. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More

ამბლიოპია ისტერიული

ამბლიოპია ისტერიული – ეტიოლოგია. თავის ტვინის ქერქში მხედველობითი აღქმის დარღვევა. სიმპტომები, მიმდინარეობა. მხედველობის სიმახვილის უეცარი დაქვეითება, როგორც წესი, ორმხრივი; შესაძლებელია ახლდეს მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროება, სკოტომის, ჰემიანოფსიის წარმოქმნა. მხედველობა დაქვეითებული რჩება რამდენიმე საათიდან რამდენიმე თვემდე. ადვილი არ არის სიმულაციისაგან გარჩევა. მკურნალობა. ფსიქოთერაპია, სედატიური საშუალებები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი