Tag Archives: ზნეობრივი

სინდისი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინდისი – (ფსიქოლოგია) პიროვნების უნარი განახორციელოს ზნეობრივი თვითკონტროლი, მოახდინოს საკუთარი ზნეობრივი მოვალეობების დამოუკიდებელი ფორმირება, მოითხოვოს საკუთარი თავისაგან მათი შესრულება და განახორციელოს ჩადენილი ქმედებების თვითშეფასება; ეს არის პიროვნების ზნეობრივი თვითშეგნების ერთ – ერთი გამოხატულება. სინდისი ვლინდება, როგორც ჩადენილი ქმედებების ზნეობრივი მნიშვნელობის  რაციონალური გაცნობიერების ფორმით, ასევე ემოციური განცდების ფორმით.

Read More

სიმპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმპათია – (ფსიქოლოგია)  (ლათ. sympatheia – ლტოლვა, შინაგანი განწყობა)ადამიანის მყარი დადებითი ემოციური განწყობა სხვა ადამიანებისა და მოვლენებისადმი, რომელიც გამოიხატება მოწონებაში, კეთილგანწყობილებაში, აღტაცებაში, ყურადღების გამოჩენაში, დახმარებაში და ა. შ. სიმპათია, ჩვეულებრივ, წარმოიქმნება საერთო შეხედულებების, ღირებულებების, ინტერესების, ზნეობრივი იდეალების საფუძველზე. შესაძლებელია წარმოიქმნას აგრეთვე, როგორც შედეგი დადებითი რეაქციისა   მომხიბვლელ გარეგნობაზე,

Read More