Tag Archives: თალამუსი

შუამდებარე ტვინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუამდებარე ტვინი – თავის ტვინის ღეროს ნაწილი, რომელშიც შედის მხედველობის ბორცვი (თალამუსი), მხედველობის ბორცვუკანა მიდამო (მეტათალამუსი), მხედველობის ბორცვქვეშა მიდამო (ჰიპოთალამუსი), მხედველობის ბორცვზედა მიდამო (ეპითალამუსი) და სუბთალამური მიდამო (სუბთალამუსი). შუამდებარე ტვინში მდებარეობს ვეგეტატიური ნერვული სისტემის ცენტრები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სუბთალამოტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სუბთალამოტომია – (ლათ. წინსართი sub –  ქვევით, ქვემოთ + thalamus თალამუსი + ბერძ. tome გაკვეთა) ქირურგიული სტერეოტაქსული ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება თალამუსის ქვევით მდებარე  ზოგიერთი ქერქქვეშა სტრუქტურის დაშლა; ხორციელდება ექსტრაპირამიდული სისტემის დაზიანების სამკურნალოდ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა