აუსკულტაცია – –(ლათ. auscultatio – მოსმენა), შინაგანი ორგანოების გამოკვლევის ერთ – ერთი ძირითადი მეთოდი ამ ორგანოებში წარმოშობილი ხმიანობის მოსმენით. ორგანოს მოსმენა შეიძლება უშუალოდ ყურით ან სპეციალური ხელსაწყოებით – სტეთოსკოპისა და ფონენდოსკოპის საშუალებით. გულის გამოკვლევა მოსმენით პირველად შემოიღო ბერძენმა ექიმმა არეტეოსმა (ძვ.წ. II) თანამედროვე აუსკულტაციის ფუძემდებლად ითვლება ფრანგი ექიმი რ. ტ. ი. ლაენეკი, რომელმაც პირველად (1819)
ამბივალენტობა გრძნობისა – (ლათ. ambo = ორივე და valentia = ძალა). ემოციურ განცდათა სპეციფიკური თვისება, რომელიც საწინააღმდეგო გრძნობათა ერთდროულ, ერთ მთლიანობაში განცდას გულისხმობს. ტერმინი ამბივალენტობა ფსიქოანალიზის სკოლას ეკუთვნის. შემოიღო შვეიცარელმა ფსიქოლოგმა ე. ბლოილერმა. თანამედროვე ფსიქოლოგიაში ამბივალენტურ გრძნობებს უწოდებენ ისეთ განცდებს, როცა სასიამოვნო და უსიამოვნო გრძნობები ერთმანეთს კი არ ანეიტრალებენ, არამედ ერთმანეთს ერწყმიან. მაგ., ავტომანქანით დიდი