ბაზოფილური ენდოკრინოციტი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაზოფილური ენდოკრინოციტი – (endocrinocytus basophilus / adenocytus / ბერძნ.endon – შიგნით, crinein – გამოყოფა, basis – საფუძველი, philia – სიყვარული და aden – ჯირკვალი) ადენოჰიპოფიზის უჯრედთა ერთ – ერთი სახე, რომელთა ციტოპლაზმაში ბაზოფილური მარცვლოვანებაა. არჩევენ გონადოტროპულ (endocrinocytus gonadotropicus) და თიროტროპულ ენდოკრინოციტებს (endocrinocytus thyrotropicus). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე.