Tag Archives: თრომბოზი

ფილტვის ინფარქტი

ფილტვის ინფარქტი pulmonary infarction ფილტვის ინფარქტი (pulmonary infarction) –  ვითარდება ფილტვის არტერიის თრომბით ან ემბოლით დახშობის შედეგად. ეს დაზიანება, უფრო ხშირად, დაკავშირებულია ქვემო კიდურების თრომბოფლებიტთან, რომელიც ზოგჯერ ფარულად მიმდინარეობს. ფილტვის არტერიის მასიურმა ემბოლიამ შეიძლება გამოიწვიოს უცაბედი სიკვდილი. ფილტვის ინფარქტი შესაძლებელია განვითარდეს სისხლის შეგუბების ფონზე, შემდგომში ფილტვის არტერიის ტოტების თრომბოზის განვითარებით. ფილტვის ინფარქტი  – ეტიოლოგია, პათოგენეზი.

Read More

ჰემატოგენური თრომბოფილიები

ჰემატოგენური თრომბოფილიები thrombophilia

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ჰემატოგენური თრომბოფილიები – მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მორეციდივე თრომბოზების განვითარებისაკენ მიდრეკილებით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. განასხვავებენ ჰემატოგენური თრომბოფილიების ორ სხვადასხვა ჯგუფს: 1. სისხლის რეოლოგიური თვისებებისა და უჯრედული შემადგენლობის ცვლილებებთან დაკავშირებული; 2. ჰემოსტაზის სისტემაში პირველადი დარღვევებით განპირობებული. პირველ ჯგუფში გამოყოფენ ფორმებს, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის უჯრედების სიჭარბესთან და მის გასქელებასთან (პოლიციტემია, ერითროციტოზები, თრომბოციტემიები და სხვ.); ერითროციტების ფორმის დარღვევასთან (მაგალითად, მრავლობითი თრომბოზები და ინფარქტები ნაგლისებრუჯრედოვანი ანემიის დროს), პლაზმის მომატებულ წებვადობასთან (მიელომური დაავადება, ვალდენსტრემის დაავადება, კრიოგლობულინემია და სხვ.).

Read More