Tag Archives: ინექციის

ლიპოგრანულომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიპოგრანულომა – ქრონიკული ანთებითი კერა, რომელიც ვითარდება სამკურნალო საშუალებების ზეთოვანი ხსნარების ინექციის ადგილზე, ცხიმოვანი ქსოვილის კვდომის ზონაში. კანქვეშა უჯრედისში წარმოიქმნება მკვრივი, ნაკლებმტკივნეული ინფილტრატი, რომელიც დაფარულია შეუცვლელი კანით. მის სიღრმეში ისინჯება წვრილი ცისტოზური ღრუები, რომელიც შეიცავენ ცხიმოვან მასას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More

ინექციის შემდგომი რბილის ქსოვილების აბსცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინექციის შემდგომი რბილის ქსოვილების აბსცესი – წარმოიქმნება კანქვეშა უჯრედისში ინფიცირებული შემცველობის ან სამკურნალო საშუალებების არასწორი შეყვანისას, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ კუნთებში შესაყვანად. უკანასკნელ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ასეპტიკური ნეკროზი, ქსოვილთა შემდგომი ჩირქოვანი გალღობით, მაგრამ ჩირქი რჩება სტერილური. სიმპტომები, მიმდინარეობა. ინექციიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვლინდება მზარდი ტკივილი ინექციის ადგილზე, ტემპერატურის

Read More