კატარაქტა
კატარაქტა cataract ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია კატარაქტა ბროლის ნივთიერების ან კაფსულის შემღვრევა. ეტიოლოგია, პათოგენეზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, ტოქსიკური და რადიაციული ზემოქმედებები, მემკვიდრეობითი ფაქტორი, ტრავმა, თვალის შიგნითა გარსების დაავადებები. სიმპტომები, მიმდინარეობა სიმპტომები მრავალფეროვანია: მხედველობის მეტ ნაკლებად მნიშვნელოვანი დაქვეითება; შემღვრევის დიდი ინტენსივობის შემთხვევაში შენარჩუნებულია მხოლოდ სინათლის აღქმა. ხშირად ზიანდება ორივე თვალი. გუგის მიდამოში მოჩანს ბროლის