Tag Archives: კაშკაშა

ერითროფსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ერითროფსია – მხედველობითი აღქმის დარღვევა, რომლის დროსაც ყველაფერი დანახული აღიქმება წითელ ფერად შეფერილი. შესაძლებელია წარმოიქმნას ჯანმრთელ პირებში თვალის ხანგრძლივი ფიქსაციისას კაშკაშა საგნებზე. აღინიშნება აგრეთვე ატროპინით გუგების გაფართოების, კატარაქტის გამო ბროლის ამოღების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ეოზინოფილური გრანულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეოზინოფილური გრანულები – (granula eosinophila, იხ. ეოზი­ნოფილია) ეოზინოფილური ლეიკოციტების ციტოპლაზმის მარცვ­ლოვანება, რომელიც მჟავე საღებარებით იღებება კაშკაშა წითლად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა