Tag Archives: კეთრი

კეთრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კეთრი – ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია კეთრის მიკობაქტერია; ხასიათდება კანის, ლორწოვანი გარსების, პერიფერიული ნერვული სისტემის, თვალისა და ზოგიერთი შინაგანი ორგანოს ნელა მიმდინარე დაზიანებებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

კეთრი

კეთრი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ლეპრა (კეთრი) (lepra) – ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს კეთრის მიკობაქტერია; ხასიათდება კანის, ლორწოვანი გარსებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის, ასევე თვალების, ზოგიერთი შინაგანი ორგანოს დაზიანებით. მისი გამომწვევია ობლიგატური უჯრედშიგა პარაზიტი. ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით აღრიცხულია 3 მლნ კეთრით დაავადებული. ინფექციის ერთადერთი წყაროა დაავადებული ადამიანი. დაავადების გავრცელებაში დიდი მნიშვნლობა ენიჭება სოციალურ – ეკონომიკურ ფაქტორებს. ინფექციის გადაცემის ძირითადი გზა არის ჰაერ – წვეთოვანი, იშვიათად – დაზიანებული კანი; დასაშვებია გადაცემა სისხლმწოვი მწერებით. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება საშუალოდ 3 – 7 წელი.

Read More