Tag Archives: კომპიუტერულ

ბადა-კიარის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბადა-კიარის სინდრომი – დაავადება, რომელიც განპირობებულია ღვიძლის მსხვილი ვენების თრომბოზის შედეგად ღვიძლიდან ვენური სისხლის გადინების შეფერხებით. გამოვლინება: ტკივილი მუცლის არეში, ზომიერი სიყვითლე, ასციტი და გადიდებული, მტკივნეული ღვიძლი. დიაგნოზი ზუსტდება სცინტიგრაფიითა და ულტრაბგერითი გამოკვლევით, კომპიუტერული ან კომპიუტერულ – რეზონანსული ტომოგრაფიით. მკურნალობა ოპერაციულია. კონსერვატულ თერაპიაში იყენებენ ანტიკოაგულანტებსა და ფიბრინოლიზურ

Read More

ალგორითმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ალგორითმი – (ინტ.) algorithm – ზუსტად განსაზღვრული პროცედურების, წესების ან ბრძანებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს დასახული ამოცანის გადაწყვეტას სასრული რაოდენობის ბიჯების საშუალებით. თავდაპირველად ეს ტერმინი მხოლოდ კომპიუტერულ პროგრამირებაში გამოიყენებოდა. ამჟამად, მას ფართოდ იყენებენ ნებისმიერი, ცალსახად განსაზღვრული პროცესის აღსაწერად.