Tag Archives: კონიუნქტივაში

ლინიაკის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლინიაკის სინდრომი – მემკვიდრეობითი დაავადება, გამოწვეული ცისტინის ცვლის დარღვევითა და მისი კრისტალების ჩალაგებით ძვლის ტვინის რეტიკულურ უჯრედებში, ღვიძლში, ელენთაში და ლიმფურ სისტემაში და ასევე რქოვანას უჯრედებსა და კონიუნქტივაში. დამახასიათებელია ზრდაში ჩამორჩენა, ძვლებში რაქიტისებური ცვლილებების განვითარება, მხედველობის დარღვევა, ამინოაციდურია, გლიკოზურია, ჰიპოფოსფატემია და ანემია. მემკვიდრეობითი გადაცემა რეცესიული ტიპით. სინონიმები:

Read More

კატის ნაკაწრის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კატის ნაკაწრის დაავადება – (კეთილთვისებიანი ლიმფორეტიკულოზი) ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ქვემწვავე რეგიონული ლიმფადენიტით. გამოწვევი მიეკუთვნება ქლამიდიებს. დასნებოვნება ხდება კატის, იშვიათად  –  ძაღლის ნერწყვის მოხვედრით დაზიანებულ კანზე ან თვალის კონიუნქტივაში. ვლინდება ახლომდებარე ლიმფური კვანძების მკვეთრი გადიდებითა და მცირე მტკივნეულობით, რომლებიც ხშირად ჩირქდება. დაავადების მიმდინარეობა კეთილთვისებიანია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More