ბაგირაკოვანი ზონა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაგირაკოვანი ზონა – (zona fasciculata ლათ.fascicus – კონა) თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის შუა საკმაოდ განიერი ზონა, რომელიც შედგება ეპითელური ჭიმებისა (ბაგირაკების) და მრავალრიცხოვანი სინუსოიდური კაპილარებისაგან. ჭიმების უჯრედთა (ქერქოვანი ენდოკრინოციტების endocrinocyti corticales) ციტოპლაზმა დიდი რაოდენობით შეიცავს ლიპიდების წვეთებს. გამოიმუშავებენ გლიკოკორტიკოიდებს (კორტიკოსტერონს, ჰიდროკორტიზონს, კორტიზონს). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის