Tag Archives: ლორწოსა

ნაწლავის წვენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაწლავის წვენი – საჭმლის მომნელებელი წვენი, რომელსაც გამოიმუშავებს ნაწლავის ჯირკვლები. წარმოადგენს უფერო ან მოყვითალო ფერის, ტუტე რეაქციის, ლორწოსა და ეპითელის უჯრედების შემცველ სითხეს. შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც ამთავრებენ საკვების ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაშლას. ადამიანს დღე – ღამის განმავლობაში გამოუმუშავდება 1 – დან 3 ლიტრამდე ნაწლავის წვენი. გაფრთხილება!

Read More

მოციმციმე უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მოციმციმე უჯრედები – სასუნთქი გზების ეპითელიუმის უჯრედები, რომელთაც აქვთ წამწამები . იხ. სინ. უჯრედები წამწამოვანი (epitheliocyti ciliati). წამწამებს შეუძლია ტალღისებრად შეკუმშვა (ციმციმი), საიდანაც წარმოდგება ამ უჯრედების სახელ­წოდება. წამწამების მოციმციმე მოძრაობის მეოხებით ხდება სასუნთქი სისტემის სასუნთქი გზების ეპითელიუმის ზედაპირიდან ლორწოსა და უცხო ნაწილაკების მოცილება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე.

Read More