Tag Archives: მეზენქიმა

პროვიზორული ქსოვილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროვიზორული ქსოვილები – (textus provisorici) – პროვიზო­რული ორგანოების ქსოვილები (ყვითრის პარკი, ამნიონი, ალანტოისი, ქორიონი). მათ ეკუთვნის: ყვითრის, ამნიონური, ალანტოისური, ქორიული ეპითელიუმი, მეზენქიმა, გლუვი კუნთოვანი ქსოვილი, ლორწოვანი ქსოვილი და სხვ. პროვიზორული ორგანოების ჰისტოგენეზი მიმდინარეობს დაჩქარებულად, შემცირებულად (დროში) და გამარტივებულად (დიფერენცირების მორფოლოგიური ეტაპების ამოვარდნით) ანალოგიური დეფინიტური ორგანოების ქსოვილებთან შედარებით.

Read More

მეზენქიმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეზენქიმა – 1. (mesenchyma ბერძნ.mesos – შუა, შუამდებარე, enchyma – რაიმე ჩასხმული, ვავსებ) ფაშარად განლაგებული მორ­ჩებიანი, ბადისებურად ერთმანეთთან დაკავშირებული შერეული წარ­მოშობის უჯრედების – მეზენქიმოციტების (mesenchymocytus – მეზენქიმური უჯრედი) ერთობლიობა, რომლებიც ამოავსებენ ჩანასახის სხეულის პირველად ღრუში შუალედებს ორგანოთა და ქსოვილთა უფრო მკვრივ ნერგებს – ჩანასახოვან ფურცლებს შორის. შიგა

Read More