Tag Archives: მიკროფტალმი

საბინის ტრიადა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საბინის ტრიადა – ფსევდოტოქსოპლაზმოზი. სერონეგატიური ტოქსოპლაზმოზის კლინიკური განსაზღვრა (ეგრეთ წოდებული ფსევდოტოქსიპლაზმოზი), რომლის დროსაც ნიშნები შეეფარდება კლასიკური ტოქსოპლაზმოზის სურათს. კლინიკა: ტრიადა – ჰიდროცეფალია, ქორიორეტინიტი და გაკირული კერები ტვინში. გარდა ამისა, აღინიშნება ენოფტალმი, მიკროფტალმი, კრუნჩხვები. ბავშვებს, რომელთაც აქვთ ტოქსოპლაზმოზი, ემართებათ გონებრივი და [“3”] ფიზიკური განუვითარებლობა. სინონიმი: სებინის სინდრომი. [“3”]

Read More

პინსკის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პინსკის სინდრომი – მემკვიდრეობითი ოკულო – ცერებრული ანომალიები. გადაცემის ტიპი ავტოსომურ – რეცესიული. ნიშნები: მიკროფტალმი, რქოვანას სხვადასხვა ხარისხით შემღვრევა, ბროლის დისტოპია, ნისტაგმი, სიელმე, ჰიპერტელორიზმი, მიკროცეფალია და ჰიდროცეფალია, ზედა ტუჩისა და მაგარი სასის გაპობა, გარეთა სასმენი მილების გაფართოება, კიფოსკოლიოზი. გონებრივი განვითარების გამოხატული ჩამორჩენილობა. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული

Read More