Tag Archives: მკვებავ

უჯრედული ქსოვილოვანი კულტურა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედული ქსოვილოვანი კულტურა – (ლათ.cultura – თესვა, მოყვანა, დამუშავება) – ციტო და ჰისტოლოგიური კვლევის მეთოდი ორგანიზმის გარეთ ხელოვნურ მკვებავ გარემოში ქსოვილთა ნაჭრების ან ცალკეული უჯრედების ცოცხლად შენარჩუნების გზით. უჯრედების კულტივირება in vitro^ საშუალებას გვაძლევს გამოვიკვლიოთ მათი ზრდა, მოძრაობა, გაყოფა და დიფერენცირება. უკანასკნელ წლებში ფართოდ იყენებენ უჯრედთა კულტურებს,

Read More

ამნიოგენეზი

ამნიოგენეზი – (amniogenesis ბერძნ.amnion – კრავი და genesis – ჩასახვა, წარმოქმნა) ამნიონის წარმოქმნის პროცესი; ადამიანსა და ადამიანის მსგავს მაიმუნებში მიმდინარეობს ჩანასახოვანი ფარის ფიალასებრი ჩაღრმავების კიდეების შერწყმის გზით. ამნიონი ასრულებს მკვებავ (ადრეულ სტადიებზე), დამცველობით, ენდოკრინულ (გამომ­ყოფ) ფუნქციებს, მონაწილეობს წყალ – მარილოვან ცვლაში და სხვ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More