Tag Archives: მტევნებისა

ულრიხის სინდრომი

ულრიხის სინდრომი – (О. Ullrich, გერმ. პედიატრი) განვითარების ანომალია: კისერზე ნაკეცების არსებობა დვრილისებრ მორჩსა და აკრომიონს შორის, რასაც თან ახლავს კიდურების მრავლობითი ცვლილებები (სინდაქტილია, კლინოდაქტილია, ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა და სხვ.); მიმდინარეობს ლიმფანგიექტაზიით და მტევნებისა და ტერფების ზურგის ზედაპირების შეშუპებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ნეირომიოტონია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეირომიოტონია – კლინიკური სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია მომატებულ აგზნებასთან და პერიფერიული მამოძრავებელი ნერვული ბოჭკოების უწყვეტ სპონტანურ განმუხტვებთან. ვლინდება მომატებული კუნთოვანი აქტიურობის სხვადასხვა ფორმებით, მუდმივი კუნთოვანი დაძაბულობით, სპაზმებით, მიოკიმიით, ფასციკულაციებით, კუნთების შენელებული მოდუნებით. პროცესში ერთვება კიდურების, მუცლის, საღეჭი და მიმიკური მუსკულატურა. თანდათანობით ფორმირდება მტევნებისა და ტერფების პათოლოგიური დგომა. გამოყოფენ

Read More