Tag Archives: ნიუფაუნდლენდი

ნიუფაუნდლენდი

ნიუფაუნდლენდი

პოსტის ადმინი არჩილ შენგელია

ნიუფაუნდლენდი (ინგლ. Newfoundland) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია კანადაში XVII საუკუნეში.

ამ ძლიერი, წყლის მოყვარული ძაღლის წინაპრები დღეს უკვე გადაშენებული სენტ-ჯონის ძაღლებია. მან თანამედროვე სახე 100 წლის წინ მიიღო. შესაძლოა მის წინაპრებს შორის არის ჩრდილოეთ ამერიკის, ვიკინგების და პირენეული ჯიშების წარმომადგენლები. მეგობრული და დამთმობი ნიუფაუნდლენდი ოდესღაც ვირთევზაზე ნადირობისას გამოიყენებოდა – მას ნაპირზე გამოჰქონდა თევზით სავსე ბადეები და გადაჰქონდა ნავები. დღესდღეობით საფრანგეთში ნიუფაუნდლენდი ზღვაზე სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს.

Read More