ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ავტოგამია – (ავტო… ბერძ. gamos – ქორწინება) 1) თვითდამტვერვა და თვითგანაყოფიერება უმაღლეს მცენარეებში; 2) თვითგანაყოფიერება ერთუჯრედიან ორგანიზმებში (ორი ბირთვის შერწყმა) გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები
ლალი დათეშიძე ადაპტაცია – (ლათ.adaptatio – შეგუება) ორგანიზმის შეგუება მისი არსებობის კონკრეტულ პირობებთან. არჩევენ ორგანიზმის ფუნქციურ და ფილოგენეზურ ადაპტაციას. ფუნქციური ადაპტაცია გამოხატულია განვითარებად ორგანიზმებში სტრუქტურისა და ფუნქციის მჭიდრო ურთიერთკავშირით. უჯრედთა ფუნქციური ადაპტაცია ჰისტოგენეზის ერთ – ერთი კანონზიმიერებაა. ფუნქციური ადაპტაციის გამოვლინების ფორმად ჰისტოგენეზში შესაძლებელია იყოს უჯრედული დიფერენცირების ასინქრონიზმი, უჯრედის კვდომა „ფიზიოლოგიური დეგენერაციის“ დროს და სხვ. ფილოგენეზური