Tag Archives: პამიდორი

ტომატის წვენი – C ვიტამინის წყარო

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N7, მარტი, 2010 წ

ტომატის წვენი – C ვიტამინის ჰიპოალერგიული წყარო

ტომატის წვენი მდიდარია კალციუმით, კალიუმით, ნატრიუმითა და მაგნიუმით; ასევე პროცენტულად დიდი რაოდენობით შეიცავს ლიმნის, მჟაუნისა და ვაშლის მჟავებს. ეს ვიტამინური სასმელი ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, ამცირებს კიბოთი დაავადების რისკს, თრგუნავს ნაწლავში მიმდინარე დუღილისა და ლპობის პროცესებს.
დიეტოლოგები ახალგამოწურული ტომატის წვენის მირთმევას ურჩევენ ფეხმძიმეებსა და მეძუძურ დედებს. ხოლო მათ, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, რეკომენდაციას აძლევენ ტკბილი მაღალკალორიული წვენები შეცვალონ ტომატის წვენით.

Read More