Tag Archives: პიოსალპინქსი

სალპინგექტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სალპინგექტომია – (ბერძ. Salpinx მილი + ekteme ამოკვეთა) საშვილოსნოს მილების ამოკვეთის ოპერაცია. გეგმური სალპინგექტომიის ჩვენებებია: საშვილოსნოს მილების ტომრისებრი ანთებითი წარმონაქმნები (ჰიდროსალპინქსი, ჰემატოსალპინქსი, პიოსალპინქსი), რომელიც არ ექვემდებარება კონსერვატიულ მკურნალობას. სასწრაფო  სალპინგექტომიის ჩვენებებია მილების პერფორაცია ან გაგლეჯვა პიოსალპინქსის დროს, მისი გადაგრეხვა ჰიდროსალპინქსის დროს, საშვილოსნოსგარეთა (მილის) ორსულობა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

პიოსალპინქსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიოსალპინქსი – ჩირქის დაგროვება საშვილოსნოს მილში ადნექსიტის, სალპინგიტის დროს, განპირობებული მილის ამპულისა და საშვილოსნოს ნაწილის შეზრდით. ხშირად მიმდინარეობს ,,მწვავე მუცლის” სურათით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა