Tag Archives: სანაღვლე გზებისა და თორმეტგოჯას დიდი დვრილის კიბო

სანაღვლე გზებისა და თორმეტგოჯას დიდი დვრილის კიბო

სანაღვლე გზებისა და თორმეტგოჯას დიდი დვრილის კიბო

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ნაღვლის ბუშტის კიბო (gallbladder carcinoma) ძირითადად გვხვდება 50 წელს გადაცილებულ პირებში, უმეტესად ქალებში. მორფოლოგიური აგებულებით წარმოადგენს სხვადასხვა დიფერენცირების ადენოკარცინომას, ზრდის ინფილტრაციული ტიპით; იშვიათად –  ბრტყელუჯრედოვანი კიბოს. სიმსივნე თანდათანობით აზიანებს მთელ ბუშტს, ვრცელდება ღვიძლზე, ბუშტისა და ნაღვლის საერთო სადინარზე, მეზობელ ორგანოებზე (კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი, მსხვილი ნაწლავი). ნაღვლის ბუშტის კიბო მეტასტაზები ვლინდება ღვიძლში, რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში, მუცელში, საკვერცხეებში, პლევრაში. დაავადება დიაგნოსტირდება გვიან (70-90%-ში არაოპერაბელურია დიაგნოზის დადგენის დროს). ნაღვლის ბუშტის ადრეული კიბო წარმოადგენს შემთხვევით აღმოჩენას ქოლეცისტექტომიის დროს, რომელიც ტარდება ნაღვლკენჭოვანი დაავადების ან ქოლეცისტიტთან დაკავშირებით. კლინიკური სიმპტომების დაწვრილებითი ანალიზი და გამოკვლევები  ხელს უწყობენ ამ დაავადების დროულ დიაგნოსტიკას.

Read More