Tag Archives: საყლაპავის ამილოიდოზი

ამილოიდოზი

 ამილოიდოზი amyloidosis

ამილოიდოზი – მრავალი ორგანოსა და სხვადასხვა ქსოვილოვანი სტრუქტურების დაზიანებით მიმდინარე სისტემური დაავადებაა; ხასიათდება ცილოვანი ცვლის დარღვევით და ცილოვან – პოლისაქარიდული კომპლექსების უჯრედგარე ჩალაგებით. განასხვავებენ შემდეგ ძირითად ფორმებს: 1. პირველადი ამილოიდოზი, რომელიც წარმოადგენს თანდაყოლილ ფერმენტოპათიას; გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით; 2. მეორადი, წარმოქმნილი ხანგრძლივად მიმდინარე ქრონიკული დაავადებების ფონზე; ხასიათდება ქსოვილების დაშლით და დაშლის პროდუქტების შეწოვით ან მნიშვნელოვანი იმუნოპათოლოგიური დარღვევებით; 3. იდიოპათიკური; 4. მოხუცებულობითი ამილოიდოზი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანება ხდება ამილოიდოზის ნებისმიერი ფორმის დროს.

Read More