საყლაპავის კიბო
საყლაპავის კიბო საყლაპავის კიბო (esophageal carcinoma) ჩვეულებრივ დიაგნოსტირდება 55 წლის ასაკში და ზევით, მამაკაცებში 3-ჯერ ხშირია ვიდრე ქალებში. ძირითადი ჰისტოლოგიური ფორმაა ბრტყელ-უჯრედოვანი კიბო. ავთვისებიან სიმსივნეს წინ უძღვის ქრონიკული ეზოფაგიტები, პეპტიკური წყლულები, ქიმიური და თერმული დამწვრობები. ეტიოლოგიური მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ძალიან ცხელი საკვების სისტემატურ მიღებას, საყლაპავის მიკროდამწვრობებსა და მიკროტრავმებს, აფლატოქსინების, ნიტროზამინების, ალკოჰოლის, ვიტამინების А და С