დიპლონემა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიპლონემა – (diplonema ბერძნ.diploos – ორმაგი და nema – ძაფი) პირველი რიგის სპერმატოციტებისა და ოოციტების მეიოზის პროფაზის სტადია, რომელიც პაქინემის მომდევნოა და რომლის დროს იწყება ქრომატიდების დაცილების პროცესი შეწყვილებულ ჰომოლოგიურ ქრომოსომებში. ამის შედეგად ჰომოლოგიური ქრომოსომების წყვილები (ბივალენტები) ოთხი ქრომოსომისაგან შედგენილი აღმოჩნდებიან და მათ უკვე ტეტრადები ეწოდება. ამავე