Tag Archives: სელ

ციფრული (დიგიტალური) რენტგენოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციფრული (დიგიტალური) რენტგენოგრაფია – ტარდება ჩვეულებრივ რემტგენოლოგიურ აპარატზე, სპეციალური დამმახსოვრებელი ეკრანის საშუალებით, რომელზედაც წარმოიქმნება ფარული გამოსახულება, მისი შემდგომი შეჯერებით, მასზე ლაზერის სხივების ზემოქმედების მეშვეობით, ან ტარდება სელენის ზედაპირიანი ეკრანით და მიკროდეტექტორების მატრიცით, რომლებიც უზრუნველყოფენ შეჯერებას უკვე ექსპონირების პროცესში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More

სელენი

სელენი – (Selenium, Se) მენდელეევის პერიოდული სისტემის VI ჯგუფის ელემენტი; მიეკუთვნება ბიოგენურ მიკროელემენტებს. სელენი და მისი ნაერთები წარმოადგენენ საწარმოო შხამებს და ახასიათებთ მნიშვნელოვანი პროფესიონალური მავნეობა. სელენის რადიააქტიულ იზოტოპს იყენებენ მედიცინაში კუჭქვეშა ჯირკვლის სცინტიგრაფიისათვის. ფართო გამოყენება აქვს სელენს ნახევარგამტარების, ფოტოელემენტების, თერმოელემენტების წარმოებაში. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი