Tag Archives: სიმ

სანგვინიკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სანგვინიკი – (ფსიქოლოგია)  (ლათ. san – quis – სისხლი) სუბიექტი, რომელსაც გააჩნია ტემპერამენტის ოთხი ტიპიდან ერთ – ერთი, დამახასიათებელი მაღალი ფსიქიკური აქტივობით, ენერგიულობით, შრომისუნარიანობით, ცოცხალი და სწრაფი მოძრაობით, მიმიკის მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით, მეტყველების სწრაფი ტემპით. სანგვინიკს ახასიათებს შთაბეჭდილებათა სწრაფი ცვლა, გარემომცველ მოვლენებზე სწრაფი და ადვილი რეაგირება, თანაზიარობა.

Read More

პიქტოგრამა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიქტოგრამა – 1. (ფსიქოლოგია) (ლათ. pictus – ხატვა, და ბერძ. – gramma – ჩანაწერი) ხატოვანი წერილი, რომელიც ფსიქოლოგიაში გამოიყენება, როგორც მეთოდური საშუალება, დამახსოვრების შესწავლისას. 2.  სურათი, რომელიც წარმოადგენს გარკვეული სიტყვის, ან ცნების სიმბოლოს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა