სინოვიომა
სინოვიომა სინოვიომა (synovioma; ანატ. (membrana) synovialix სინოვიალური გარსი) – სიმსივნე, რომელიც წარმოქმნილია სახსრების სინოვიური გარსიდან, სინოვიური ბუდიდან და სასახსრე აბგიდან. განარჩევენ კეთილთვისებიიან და ავთვისებიან სინოვიომას. >>>> კეთილთვისებიანი სინოვიომა (სახსრების ფიბროენდოთელიომა, სინოვიალომა, სინოვიოენდოთელიომა, გიგანტურუჯრედოვანი სინოვიომა, კვანძოვანი ტენდოსინოვიტი) იშვიათია, ერთნაირი სიხშირით გვხვდება როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, ძირითადად 20-40 წლის ასაკში. ლოკალიზდება ძირითადად თითების ძვლების მიდამოში და დაკავშირებულია