ანგიობლასტი, ჰემანგიობლასტი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიობლასტი, ჰემანგიობლასტი – (haemangioblastus ბერძნ. angion – სისხლძარღვი, blastos – ღივი, ნერგი, ჩანასახი) სისხლისა და სისხლძარღვთა ნერგის უჯრედები. წარმოიქმნება ჩანასახის მეზენქიმის უჯრედებისაგან. მეზენქიმის უჯრედი (მეზენქიმოციტი – mesenchymocytus) დასაბამს აძლევს სისხლძარღვებისა და ლიმფური ძარღვების ენდოთელიუმს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება!