Tag Archives: სიფერმკრთალით

statis thymicolymphaticus

statis thymicolymphaticus – (სინ.: თიმიკო – ლიმფური მდგომარეობა, თიმიკო – ლიმფური კონსტიტუცია) ორგანიზმის თანდაყოლილი კონსტიტუციური თავისებურება, რომელიც ვლინდება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი განვითარებით, პასტოზურობით, კანის სიფერმკრთალით, ლიმფური ორგანოების ჰიპერპლაზიით, მკერდუკანა ჯირკვლის გადიდებით, გულ – სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპოპლაზიით. მკერდუკანა ჯირკვლის (თიმუსი) უკუგანვითარება ნაკლებადაა გამოხატული და მიმდინარეობს ჩვეულებრივზე გვიან.

აბორტი ინფიცირებული

აბორტი ინფიცირებული – თავისთავადი ანუ სპონტანური აბორტის ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს შესაძლებელია მოხდეს საშოდან აღმავალი ინფექციის განვითარება (სტაფილოკოკი, ქლამიდიები, ეშერიხიები, სტრეპტოკოკი და სხვ.), ენდომეტირუმისა და სანაყოფო კვერცხის შემდომი ინიფიცირებით.

Read More