Tag Archives: სპასტიური

პირველადი გვერდითი სკლეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირველადი გვერდითი სკლეროზი – ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადება: მამოძრავებელი ნეირონების დაავადების ვარიანტი, რომლის დროსაც ზიანდება მხოლოდ ცენტრალური მამოძრავებელი ნეირონები და პირამიდული ტრაქტები. ვლინდება სპასტიური ტეტრაპარეზით ან ქვედა პარაპარეზით. განსხვავებით გვერდითი ამიოტროფული სკლეროზისაგან, არ აღინიშნება ზურგის ტვინის წინა რქების პერიფერიული მამოძრავებელი ნეირონების კლინიკური ან ელექტრომიოგრაფიული ნიშნები. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

ოპისთოტონუსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოპისთოტონუსი – ზურგის და კისრის კუნთების ტონური შეკუმშვა, თავის გადაგდებით, კიდურების გაჭიმვით, ზოგჯერ ხელების სპასტიური მიბჯენით გულმკერდზე (აღინიშნება, მაგალითად, ტვინის ღეროს ზედა ნაწილების დაზიანებისას, ბავშვთა ცერებრული დამბლისას, ტეტანუსის დროს და სხვ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა