სასქესო უჯრედები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასქესო უჯრედები – (cellulae sexuales) უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნებიან სასქესო ჯირკვლების (სპერმატოზოიდებისა და კვერცხ უჯრედების) ეპითელიუმის განვითარების პროცესში. ისინი სპეციალდებიან ორგანიზმთა კვლავწარმოსაქმნელად. განაყოფიერების დროს მამრობითი და მდედრობითი სასქესო უჯრედები წარმოქმნიან ზიგოტას , რომლისგანაც ახალი ორგანიზმი ვითარდება. სასქესო უჯრედებთანაა დაკავშირებული მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემა მშობლებიდან შთამომავლობაზე. მომწიფებულ სასქესო უჯრედებს აქვს