Tag Archives: სტრომის

დეციდუური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დეციდუური უჯრედები – (cellulae deciduae ლათ.deciduus – მოვარდნილი) – ეპითელოიდური უჯრედები, რომლებიც წარმოიქმ­ნებიან საშვილოსნოსა და კვერცხსავალის ლორწოვანი სტრომის უჯრედებისაგან მენსტრუალური ციკლის გარკვეულ სტადიაზე. წარმოშობით ეს უჯრედები სათესლისა და საკვერცხის ინტერს­ტიციური უჯრედების იდენტურია. დეციდური მათ იმიტომ ეწოდება, რომ დიდი რაოდენობითაა საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დეციდურ (მოსავარდნ) ნაწილში. (ც. გაჩეჩილაძე,

Read More

განგლიონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი განგლიონი – (ბერძნ. ganglion – კვანძი), ნერვული უჯრედების (ნეირონების), ნერვული ბოჭკოების და მათი თანმხლები ქსოვილების ანატომიურად გამოცალკევებული გროვა. აქვს მრავალ უხერხემლოს, ყველა ხერხემლიანს და ადამიანს. ტოპოგრაფიულად განარჩევენ მალთაშუა, მალებთანა და მალისწინა განგლიონებს. თითოეულ განგლიონში ნეირონების სხეულებს გარს ერტყმის უჯრედ სატელიტების ფენა, რომლის გარეთ თხელი შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულაა განვითარებული.

Read More