Tag Archives: სუბფებრილიტეტითა

ეოზინოფილურ – მიასთენური სინდრომი

ეოზინოფილურ – მიასთენური სინდრომი – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კუნთების ტკივილებითა და სპაზმებით,  ადვილად დაღლით, სუბფებრილიტეტითა და ეოზინოფილიით პერიფერიულ სისხლში. ვლინდება პარესთეზიები, კანის ინდურაცია, კუნთოვანი სისუსტე, პოლინევროპათია. მიკროსკოპულად კანში, კუნთებში, ფასციებში აღინიშნება მიკროანგიოპათიები და ანთებითი რეაქცია. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი