Tag Archives: სფენოიდიტი

სფენოიდიტი

სფენოიდიტი

სფენოიდიტი – სოლისებრი წიაღის ანთება. გვხვდება იშვიათად და დაკავშირებულია ცხავის ლაბირინთის, – მისი უკანა კედლის დავადებებთან.

სფენოიდიტისიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება თავის ტკივილი. ხშირად იგი ლოკალიზებულია თხემის მიდამოში, თავისა და კეფის სიღრმეში, თვალბუდეში. ქრონიკული დაზიანების დროს ტკივილი შეიგრძნობა თხემის მიდამოში, ხოლო წიაღების დიდი ზომების დროს ვრცელდება კეფაზე. რინოსკოპიით ვლიდება გამონადენის დაგროვება ყნოსვის ღარში. ცალმხრივი სფენოიდიტის დროს აღინიშნება ცალმხრივი გვერდითი ფარინგიტი. ზოგჯერ ავადმყოფები უჩივიან მხედველობის სწრაფ გაუარესებას, რაც დაკავშირებულია პროცესში მხედველობის ნერვების ჩართვასთან. ქრონიკული სფენოიდიტი შესაძლებელია მიმდინარეობდეს ასევე სუსტად გამოხატული სიმპტომატიკით. დიაგნოსტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს.

Read More

სინუსიტი

სინუსიტი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

სინუსიტი (sinusitis) – ცხვირის დანამატი წიაღების მწვავე ან ქრონიკული ანთება. განასხვავებენ ჰაიმორიტს – ზედა ყბის (ჰაიმორის) წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებას: ფრონტიტს – შუბის წიაღის ანთება; ეთმოიდიტს – ცხავის ლაბირინთის ანთება და სფენოიდიტი – სოლისებრი წიაღის ანთება. დაავადება შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი. დაავადების სიხშირის მიხედვით პირველ ადგილზეა ზედა ჰაიმორიტი, შემდეგ ეთმოიდიტი, ფრონტიტი და სფენოიდიტი.

 

Read More