Tag Archives: ტერმინი

ალგორითმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ალგორითმი – (ინტ.) algorithm – ზუსტად განსაზღვრული პროცედურების, წესების ან ბრძანებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს დასახული ამოცანის გადაწყვეტას სასრული რაოდენობის ბიჯების საშუალებით. თავდაპირველად ეს ტერმინი მხოლოდ კომპიუტერულ პროგრამირებაში გამოიყენებოდა. ამჟამად, მას ფართოდ იყენებენ ნებისმიერი, ცალსახად განსაზღვრული პროცესის აღსაწერად.

აკომოდაცია

აკომოდაცია – ტერმინი ბიოლოგიასა და მედიცინაში, რომელიც თავისი მნიშვნელობით ახლოსაა ადაპტაციის ტერმინთან და გამოიყენება გარკვეულ შემთხვევებში. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .