Tag Archives: ტვინისა

კაროტიდული ანგიოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კაროტიდული ანგიოგრაფია – (ლათ. Carotis საძილე არტერია; ბერძ. Angeion სისხლძარღვი + grapho გამოსახვა, წერა) თავის, თავის ტვინისა და კისრის სისხლძარღვოვანი სისტემის კვლევის რენტგენოლოგიური მეთოდი. დაფუძნებულია საკონტრასტო ნივთიერების შეყვანაზე საძილე არტერიაში, უპირატესად წინა და შუა ტვინის არტერიების გამოსახულების მისაღებად; გამოიყენება თავის ტვინის პათოლოგიური პროცესების სადიაგნოსტიკოდ, რომლებიც ლოკალიზებულია სუპრატენტორიალურად.

Read More

დევიკის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დევიკის სინდრომი – ზურგის ტვინისა და მხედველობის ნერვის დემიელინიზირებადი დაზიანებების შერწყმა, მაგრამ არა ყოველთვის ერთდროული; ვლინდება მხედველობის დაქვეითებით, სიბრმავემდე, ასევე დამბლებით, მგრძნობელობისა და მენჯის ორგანოთა ფუნქციის დარღვევით. რიგ შემთხვევებში წარმოადგენს გაფანტული სკლეროზის კლინიკურ ვარიანტს, ზოგიერთი შემთხვევები განიხილება როგორც დამოუკიდებელი დაავადება (დევიკის დაავადება) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More