რეპრესორი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეპრესორი – (repressor ლათ.repressio – დათრგუნვა) ნივთიერება, რომელსაც გამოიმუშავებენ გენი – რეგულატორები . მას შეუძლია ფუნქციონირებადი გენის – ოპერონის მოქმედების ბლოკირება, რაც იწვევს ცილების სინთეზის დონის შემცირებას. მეტაბოლიტებით, ე.წ.ეფექტორებით, რეპრესორის შეკავშირების დროს ცილების სინთეზი კვლავ აქტიურდება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000