Tag Archives: უმოქმედობა

ევნუქოიდიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ევნუქოიდიზმი – სასქესო ჯირკვლების თანდაყოლილი ან შეძენილი უკმარისობა ან უმოქმედობა. გვხვდება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. იწვევს მეორადი სასქესო ნიშნების განუვითარებლობასა და სხეულის დისპროპორციას. ევნუქოიდიზმი – კლინიკური სინდრომი, რომელიც განპირობებულია სასქესო ჯირკვლების ჰიპოფუნქციით და ხასიათდება სასქესო ნიშნების განუვითარებლობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More

ამბლიოპია ობსტრუქციული

ამბლიოპია ობსტრუქციული – ეტიოლოგია. ბროლის რქოვანას თანდაყოლილი ან ადრე შეძენილი შემღვრევა. პათოგენეზი. გარკვეულ როლს ასრულებს თვალის ფუნქციური უმოქმედობა და რომელიც დაკავშირებულია მხედველობის ანალიზატორის განვითარების შეფერხებასთან. დამახასიათებელია მხედველობის დაბალი სიმახვილე, მიუხედავად შემღვრევის მოხსნისა და თვალის ფსკერის გამოხატული ანატომიური ცვლილებების არარსებობისა. მკურნალობა, პროფილაქტიკა. კერატოპლასტიკის ოპერაცია ან კატარაქტის ექსტრაქცია ადრეულ ასაკში. მხედველობის გასაუმჯობესებლად – ბადურის გაღიზიანება სინათლით, ვარჯიშები.

Read More