დეჰიდრატაცია
დეჰიდრატაცია
ორგანიზმის გაუწყლოვანება (სინონიმი დეჰიდრატაცია, ექსიკოზი)- პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში წყლის შემცველობის დაქვეითებით. წყლის კარგვა, რომელიც იწვევს სხეულის მასის 10-20%-ით შემცირებას სახიფათოა სიცოცხლისთვის. წყლის მიუღებლობა ჯანმრთელ ადამიანში იწვევს 7-10 დღეში სიკვდილს, ხოლო ცხელი მშრალი ატმოსფეროს პირობებში 3-5 დღის განმავლობაში.