მუტაციები
მუტაციები – 1. (mutationes ლათ.mutatio – გადასხვაფერება, ცვლილება) უჯრედების მემკვიდრეობითი მასალის ცვლილება. არჩევენ მუტაციების რამდენიმე სახეს: კარიოტიპის ცვლილებას, ქრომოსომულ აბერაციებსა და გენურ მუტაციებს. კარიოტიპის ცვლილება შეიძლება დაკავშირებული იყოს ბირთვში ქრომოსომების რიცხვის ტიპური დიპლოიდურიდან გადახრასთან (ჰაპლოიდურობა, პოლიპლოიდურობა, ანეუპლოიდურობა). ქრომოსომულ აბერაციებს თან სდევს ქრომოსომების შეუქცევადი სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც სინათლის მიკროსკოპში ჩანს. ამ სახის მუტაციები იყოფა ე.წ.უკმარობად (ანუ